თეგებით ძიება

„ეს არ არის ჩვეულებრივი ძალის გადამეტება – მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“ - დავით ქაცარავას მეუღლე

„მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლომდე მივიდეს“, – ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მის მეუღლეზე განხორციელებული ძალადობა ჩვეულებრივი ძალის გადამეტება და წამებაა, ამიტომ აპირებენ, რომ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლონ.

„მე უკვე დავრეკე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გენინსპექცია­ში და ყველაფერი დავაფიქსირე, უფლე­ბადამცველებიც­ მობილიზებულები არიან და ყველა მასალას აგროვებენ, დათოს უფლებებს იცავენ.­

აუცილებლად ვიბრძოლებთ, ეს არ არის ჩვეულებრივი ძალის გადამეტება, ეს არის წამება, რადგან გაკავებული ჰყავდათ და გამუდმებით ურტყამდნენ. ამიტომ, მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლომდე მივიდეს.

ვისაც ასეთ ფაქტებზე არაადეკვატური რეაგირება აქვს, მათი ვინაობაც უნდა ვიცოდეთ. იმ მხარის დახურულ ჩათებში ჩემი მეუღლე სასაცილოდ ჰყავთ აგდებული, კმაყოფილი არიან და დასცინიან, აი, ქაცარავა ვცემეთო. დათო ძალიან მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა, როცა გამოჯანმრთელდება, ისევ ისე გააგრძელებს აქტიურობას.“ – აღნიშნა სოფია ხაჭაპურიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა