„უკრაინის ფრონტზე რუსეთს მცირე წინსვლა აქვს, თუმცა ეს დროებითია. როგორც კი უკრაინა მეტ დახმარებას მიიღებს ეს წინსვლა შეჩერდება“ - გიორგი ლოლაძე
„უკრაინის ფრონტზე რუსეთს მცირე წინსვლა აქვს, თუმცა ეს დროებითია. როგორც კი უკრაინა მეტ დახმარებას მიიღებს ეს წინსვლა შეჩერდება“ - საინფორმაციო სააგენტო Tia.ge ანალიტიკოსს გიორგი ლოლაძეს ესაუბრა და კითხვები დაუსვა უკრაინაში ომის გარშემო არსებულ საკითხებზე.
„აშშ-ის კონგრესში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, ევროპელები ცდილობენ უკრაინის დახმარების დეფიციტის შევსებას. ტრამპის ინტერესია უთანხმოების პროცესი არჩევნებამდე გაგრძელდეს, მიგრანტების საკითხი (რომელთა რიცხვიც აშშ-ში ბოლო დროს ძალიან გაიზარდა) პირდაპირ ურტყამს ბაიდენის ადმინისტრაციას. თუ მიგრანტების შესახებ კანონი გავა, ბაიდენს ექნება საშუალება სამხრეთ საზღვარი ჩაკეტოს, რესპუბლიკელები მას არ ეთანხმებიან“-აცხადებს გიორგი ლოლაძე, რომელმაც შეაფასა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოშ ბოლო დროს განვითარეული მოვლენები, სადაც უკრაინის დახმარების პაკეტის მიღება გაჭიანურდა შიდა პოლიტიკური საკითხების გამო.
უკრაინის ფრონტზე რუსეთს მცირე წინსვლა აქვს, თუმცა ეს დროებითია. როგორც კი უკრაინა მეტ დახმარებას მიიღებს ეს წინსვლა შეჩერდება. ჩეხეთი 500,000 ჭურვის გადაცემას გეგმავს, ეს ალბათ 2 თვეში მოხდება, თუმცა როდესაც ეს საარტილერიო ჭურვები ფრონტზე გამოჩნდება რუსეთს გაუჭირდება წარმატების მიღწევა. ჯერჯერობით ვერ ვხედავ უკრაინის ახალი კონტრშეტევისთვის მზადებას, უფრო რუსები ცდილობენ ახალი მასშტაბური შეტევისთვის ხალხის მობილიზებას“- ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ უკრაინაში ორი სახის პრობლემაა.
„სამხედრო დახმარება შეფერხებულია და არის მობილიზაციის პრობლემა. სანამ მობილიზაციის კანონს არ მიიღებს უმაღლესი რადა ძალიან რთული იქნება მეტი ცოცხალი ძალის მობილიზება უკრაინის მხრიდან. ამიტომ უახლოეს პერიოდში არ ვფიქრობ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევას, სტაგნაცია გაგრძედება.
ორივე მხარე თავდაცვით პოზიციებს ამაგრებს, ყველა ემზადება შეტევისთვის. რუსეთი სანამ ცოცხალ ძალას მოაბილიზებს, იქამდე გადაწყდება სამხედრო დახმარების საკითხი, ამიტომ არამგონია მას რაიმე გარღვევის ან სერიოზული წარმატების შანსი ჰქონდეს“, - ამბობს ლოლაძე.
„მაკრონის განცხადებები, ვფიქრობ, შეთანხმებული ნამდვილად არ არის სხვებთან. ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის და სხვა ქვეყნების მხრიდან უარყოფა. ეჭვი მეპარება საფრანგეთმა უკრაინაში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან შეიძლება ძალიან სერიოზული კონფლიქტის საფრთხე გაჩნდეს. ასევე, საფრანგეთის შიგნით საზოგადოების განწყობა ამის წინააღმდეგ იქნება. მაკრონის პარტიას მანდამაინც კარგად არ აქვს საქმე, წინ კი ევროპარლამენტის არჩევნებია, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ანტი-რუსული ხმების მოპოვება. მაკრონს სურს ხალხს შეახსენოს, რომ მისი მთავარი კონკურენტი მარინ ლე პენი პრო-რუსია, თავად კი პრო-უკრაინელი. ეს შიდა პოლიტიკური ამოცანებია მისი ღია და რადიკალური განცხადებების მიზეზი“, - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.
ესაუბრა გიორგი აბულაძე