თეგებით ძიება
25. 03. 2024 ვიდეო

"ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს და არავითარ შემთხვევაში პანიკაში არ ჩავარდნენ" - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე და მიმართვა ფეხბურთელებს (ვიდეო)

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვებული გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„როგორ არიან განწყობილი ვარსკვლავები ცის კაბადონზე საქართველოს ნაკრების მიმართ“, – ამ კითხვით „იმედის დილის“ ეთერში მიხეილ ცაგარელს მიმართეს.

„დადებითი განწყობა… ჩვენ ბიჭებს ვეტყვი, რომ 60-დან 75 წუთამდე – ეს არის დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ძირითადად აგებს. ანუ უცებ რაღაც მოსდით, პასიურები ხდებიან და პანიკა ეწყებათ. ფსიქოლოგიური მომენტი ექნებათ გადასალახი. მერე ყველაფერი დალაგდება. მოუმატებენ თამაშს. მთავარია, ამ მონაკვეთში ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს და არავითარ შემთხვევაში პანიკაში არ ჩავარდნენ. ყველაფერი კარგად იქნება, დამერწმუნეთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა