"დავუშვათ, დაგვბომბა რუსეთმა, ვინ აპირებს ომში წასვლას? თუ გგონიათ, რომ იქაც „რობოკოპები“ იქნებიან?“ - ბლოგერის ემოციური ვიდეომიმართვა
ბლოგერი „ქართველი პატრიოტი“ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას საჯაროდ აფასებს.
მისი თქმით, კონკრეტული ძალები ქართველი ახალგაზრდების გამოყენებას ცდილობენ, რადგან ადამიანებს შორის განსხვავებული შეხედულებების გამო განხეთქილება დაიწყოს.
"ახალგაზრდობას იყენებენ, იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები იწერონ. ეწევიან იმას, რომ ძმა-ძმას დააშორონ, დას-და, დედას-მამას აშორებენ, მაქსიმალურად ხდება უფსკრული ჩვენს შორის. ბოლოს კი როდესაც ერთმანეთს დავეტაკებით, ძალიან მარტივი დასაპყრობი ვიქნებით გინდა რუსეთის, გინდა საფრანგეთის, გინდა ინდოეთის.
ხვალ, ზეგ რომ ომი დაიწყოს ვინ აპირებს წასვლას? აი, დავუშვათ, დაგვბომბა რუსეთმა, ვინ აპირებს ომში წასვლას? თუ გგონიათ, რომ იქაც „რობოკოპები“ იქნებიან? გგონიათ წყალს შეგვასხამენ? რაღაცები ჩვენ ისტორიიდან გვავიწყდება. გუშინ წინ გვქონდა ჩვენ რუსებთან ომი.
ერი, რომელიც თავს აკლავდა ქრისტიანობას და ეროვნულობას, გადაქცეულები ვართ ინსტაგრამზე სთორის დადებაზე“, - ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
@kartvelian._.patriot ავტორი :yourub_არხი უცხო #georgia#გამჭირვალობა #უცხო #საქართველო🇬🇪 ♬ original sound - ☦ķäřťvéłįáń☦