სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს
სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ რუსულ საჰაერო თავდაცვის ძალებს შეეძლო. ასევე ცნობილია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს ყირიმში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება იყო გამოცხადებული.
მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა. მან თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა.
მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, შემთხვევის შედეგად სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა და პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.