რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 47.4%-ია ქრისტიანი, ევროკავშირში კი 66.1%
2012 წელს არენა ატლასის მიერ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის მიხედვით რუსეთის მთელი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 47.4%-ია ქრისტიანი (67.7 მლნ. ადამაინი). 2019 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევებით კი ევროკავშირის მოსახლეობის 64 და 66% აცხადებს თავს ქრისტიანად. გამოდის ევროპაში ქრისტიანობის წილი თითქმის 50%-თ აღემატება რუსეთისას.
რუსეთის რელიგიური სტატისტიკა ასეთია:
- მართლმადიდებლები - 41.1%
- სხვა ქრისტიანული დენომინაციები - 6.3%
- მუსლიმები - 6.5%
- არარელიგიურები და ათეისტები - 38.2%
- დანარჩენი - 7.9%
ავტორი: გიორგი აბულაძე