თეგებით ძიება

მეც ჩართული ვარ და მერიც ჩართულია – გორის საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაქციაზე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ 29 აპრილს დაგეგმილ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე მოქალაქეების წაყვანის ორგანიზებაში ჩართულია თავადაც და გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.

"ამ თემებში, რა თქმა უნდა, პიარადად მეც ჩართული ვარ. ჩართული არის მერი, თითოეული საკრებულოს წევრი და ვცდილობთ, ჩვენი მხარდამჭერებს, რომლებსაც სურვილი აქვთ [აქციაზე წასვლის], ხელი შევუწყოთ გადაადგილებაში" - ამბობს რაზმაძე მთავარ არხთან. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დახარჯავს თუ არა ფულს, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს - "რატომ არ დავხარჯავ, რა პრობლემაა?"

კასპის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი და ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი აღიარებენ, რომ 29 აპრილს დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე თანამშრომლების თბილისში წამოყვანა აქვთ დავალებული. 

დირექტორსა და პედაგოგს მთავარი არხის ჟურნალისტი დაუკავშირდა და მათ უთხრა, რომ ის ქართული ოცნების ოფისიდან ურეკავდა.

"დედაბუდიანად ყველა მანდ ვართ. მე, ჩემი დები, დისშვილები, დისშვილიშვილები. ვიცი, რომ ტრანსპორტის ამბავიც მოგვარებულია. ჩემი ბაღიდან 26 ადამიანი მოვდივართ. თუ საჭირო იქნება, ხალხის დამატება შემიძლია. კასპის ბაღები ყველა მოდის". - უთხრა მთავარ არხს კასპის მე-4 ბაგა-ბაღის დირექტორმა, დალი კოტეტიშვილმა.

არხის ჟურნალისტი კასპის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნონა იაძესაც ესაუბრა.

"არ ინერვიულოთ, მასწავლებლები მოდიან. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მოგვყავს. დირექტორს გასაუბრება აქვს და მერე შემოგვიერთდება, პირდაპირ იქ მოვა. პირადად მე რამდენიმე მასწავლებელს დავავალე, არანაირი უარი არ უთქვამთ და წამოვლენ. მეც პირადად მოვდივარ, იმის მიუხედავად, რომ ფეხზე ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული". - უთხრა მთავარ არხს პედაგოგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა