კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
„მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი და სერიოზული დაზიანებები არ არის“, - აცხადებს ვენიამინ კონდრატიევი.
სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის, რომან სინიაგოვსკის ცნობით, Slavyansk ECO-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.