თეგებით ძიება
29. 03. 2024 ვიდეო

"ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე ითამაშებს, მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ" - გიორგი მამარდაშვილი (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ ვებგვერდი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს.

ფეხბურთელი გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვების ემოციებს უზიარებს.

„მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს „მესტალიაზე“, მალიორკასთან მატჩზე“, - აცხადებს გიორგი მამარდაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა