„როდესაც თავებს ითვლიან, ძალიან ეშლებათ, რადგან იქ თავები კი არა გულებია მთავარი“ – ნინო ქათამაძე
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, ახალგაზრდების ნაწილის პროტესტს, მუსიკოსი ნინო ქათამაძე „მთავარი არხის“ ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ „როდესაც ხელისუფლება აქციაზე მისული ადამიანების თავებს ითვლის ცდებიან, რადგან იქ თავები კი არა გულებია მთავარი“.
ნინო ქათამაძის თქმით, „თითოეული ადამიანი, რომელიც დგას საპროტესტო ადგილზე, ეწინააღმდეგება ძალიან ცუდ, არაღირსეულ მთავრობას“.
„როდესაც თავებს ითვლიან, ძალიან ეშლებათ, რადგან იქ თავები კი არა გულებია მთავარი და ამ გულებს ვერავინ შეეხება იმიტომ, რომ იქ ან გმირობის ტოლფასი სიყვარული შედის. თვლაც არ სცოდნიათ.
რაც არ უნდა ითვალონ, ჩვენ ცოტანი კი არ ვართ, მთელ ევროპასთან ერთად ვართ.. ევროპარლამენტარებმა სათითაოდ გამოთქვეს გულის ტკივილი და ერთხმად აღნიშნეს, რომ ყველა გაღებული კარები ეკუთვნის ხალხს, არა – მთავრობას.
თითოეული ადამიანი, რომელიც დგას საპროტესტო ადგილზე, ეწინააღმდეგება ძალიან ცუდ, არაღირსეულ მთავრობას..“, – აცხადებს ნინო ქათამაძე.