Tia.ge-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა: გამოკითხულთა 66.6% "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტს არ ემხრობა, ემხრობა 26%, ნეიტრალურია 7.4%
საინფორმაციო სააგენტო Top Information Agency (Tia.ge)-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. 4-5 აპრილს, სოციალური ქსელისა და ქუჩაში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით გამოიკითხა 500 რესპოდენტი. მათ პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ კითხვაზე: ემხრობით თუ არა მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ"? შედეგები ასე გამოიყურება:
- არ ვეთანხმები - 66.6% (333 ხმა)
- ვეთანხმები - 26% (130 ხმა)
- ნეიტრალურად ვარ განწყობილი - 7.4% (37 ხმა)
აღსაღნიშნავია, რომ 1 თვის წინ საინფორმციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევაში მმართველი პარტიის რეიტინგი 35.4% იყო. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კანონპროექტის მომხრეთა რიცხვი (26%) ჩამორჩება თავად მისი ინიციატორის "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მაჩვენებელს.
ავტორი: გიორგი აბულაძე