თეგებით ძიება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს

პარლამენტთან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ორგანიზებით გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, პოლიციელს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულ სამართალდამცველს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა