თეგებით ძიება

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, 83 ხმით „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ი­ღო.

„უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის კენ­ჭისყრას სამდღი­ა­ნი ხმა­უ­რი­ა­ნი სა­კო­მი­ტე­ტო და სა­სე­სიო გან­ხილ­ვა უძღვო­და წინ.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ უკვე მე­ო­რედ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი “გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა - 20%-ზე მეტი - უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად" მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა