თეგებით ძიება

"მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!" - ნიკა გვარამია

"მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია მთავრობის ადმინისტრაციასთან საუბრობს.

"მორჩენილი ამბავია, თუ არ არსებობს, შეიცვლება ხელისუფლება. საქართველოს მიზანი და მიმართულება არ შეიცვლება. წერტილია აქ. შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც. თუ არა, მაშინ ქვეყანა მაინც გადარჩება - მათი პრობლემა უკვე მათი ამოსახსნელი იქნება. შენი ხალხის არ უნდა გეშინოდეს.

თქვენ არ გინახავთ ხელისუფლებები წასული? თუ უკვე გადავეჩვიეთ საქართველოში ხელისუფლების წასვლას?! ჩვენ არ გადავჩვეულვართ, გვახსოვს ნებაყოფლობით წასული ხელისუფლება. ბევრი არა, ერთი, მაგრამ მაინც გვახსოვს. ესენი წავლენ, აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა. არა რუსულ მთავრობას. როგორც გინდათ, ახლა ისე გაიგეთ და ისე იგულისხმეთ. მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა