თეგებით ძიება

პრეზიდენტის ეგიდით უნდა შეიქმნას დიდი საკორდინაციო საბჭო, ერთგვარი ეროვნული ხსნის კომიტეტი - ზურაბიშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

"ახლა, სერიოზულად.

მე მგონი აუცილებელია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისგან, მოკლედ იმათგან, ვისაც გუშინ კოლექტიური ნაცები და გლობალური ომის პარტიის აგენტურა გვიწოდეს და არჩევნების მერე ანგარიშსწორებითაც დაგვემუქრნენ, შეიქმნას რაღაც ერთიანი საკოორდინაციო ცენტრივით, რომელიც შეიმუშავებს, დადებს და განახორციელებს გეგმას, თუ  როგორ ავიცილოთ თავიდან ფაქტობრივად დაანონსებული დიქტატურა და ქვეყნის რუსეთის უკანა ეზოდ გაფორმება. 

ჩემი მოკრძალებული აზრით ამ საკოორდინაციო ცენტრს ერთგვარი ოფიციალური სტატუსი და მეტი საერთაშორისო წონაც რომ ჰქონდეს, იგი უნდა შეიქმნას პრეზიდენტის ეგიდით და მის ირგვლივ. ეს ახალი საპრეზიდენტო საბჭო ფაქტობრივად უნდა გახდეს ეროვნული ხსნის კომიტეტივით.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის კამპანიებია საჭირო, რა კონფიგურაციით გადალაგდეს ოპოზიცია, როგორ განვვლოთ წინასაარჩევნიო პერიოდი, რისთვის ვიყოთ მზად, რას ვითხოვდეთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან და ა. შ., ეს ყველაფერი სასურველია გაირჩეს და შეთანხმდეს სწორედ ზემოაღნიშულ ფორმატში.

ვფიქრობ, სხვა გზა არც არსებობს. გუშინ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პარანოიით შეპყრობილი ბელადი და მისი უპასუხისმგებლო გუნდი პირდაპირ მიგვაქანებს უფსკრულისკენ და ჩემთვის არანაირად არაა რაიმე შეღავათი ის, რომ ამ უსკრულში ისინი თვითონაც გადაიჩეხებიან."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა