თეგებით ძიება

„მთავარია ოპოზიცია იყოს ჩამოყალიბებული, რომ ეს ენერგია არ გაიფანტოს და ხალხი არჩევნებზე მივიდეს, შემდეგ კი საკუთარი ხმები დაიცვან“ - ხიდაშელი

„მთავარია ოპოზიცია იყოს ჩამოყალიბებული, რომ ეს ენერგია არ გაიფანტოს და ხალხი არჩევნებზე მივიდეს, შემდეგ კი საკუთარი ხმები დაიცვან“ - საინფორმაციო სააგენტო Tia.ge თინა ხიდაშელს ესაუბრა და კითხვები დაუსვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. რუსულ კანონზე.

„საქართველოში ასეთი კრიზისის დროს ვითარება არაპროგნოზირებადია, ამიტომ არავინ არ იცის ბოლოს რა იქნება. როდესაც ქართული ოცნება ამ კანონის რეინიცირებას აკეთებდა დარწმუნებული იყო, რომ ამ კანონს ამჯერად აუცილებლად მიიღებდა. საზოგადოებისა და დასავლეთის რეაქციების გათვალისწინებით რა საფრთხის განცდა გაუჩნდება ხელისუფლებას რთული წარმოსადგენია. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაც შარშან მოხდა აღარ განმეორდებოდა, პრინციპში მეც ასე ვფიქრობ - მათდა საუბედუროდ, წელს უარესი იქნება. წელს პირველხარისხოვანი პროტესტის წყარო ისტორიული გადაგდებაა, როგორ შეიძლება ხელისუფლებაში ასეთი არასანდო ძალა გყავდეს?!“ - აცხადებს ხიდაშელი.

ის ასევე დასძენს, რომ ხელისუფლება ყველა ძალას იხმარს რათა კანონი ბოლომდე მიიყვანოს: „ან მიტინგებით საზოგადოება ისე უნდა დაღალონ, რომ ქუჩაში აღარასდროს არავინ გამოვიდეს ან ძალა უნდა გამოიყენონ“.

„2019 წლიდან მოყოლებული, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო ტალღა დაიწყო, „ქართულ ოცნებას“ თითქმის ყველა ჯერზე უკან დახევა მოუხდა. ხელისუფლებას აქვს ეს შიში, რომ საარჩევნო მანიპულაციების კვალობაზე გამარჯვებული რუსთაველის გამზირი მას კიდევ ერთხელ მოუგებს ომს. უნდათ, რომ საზოგადოებას ბოლი ახლა გამოაშვებინონ და არა შემოდგომაზე. მთავარია ოპოზიცია იყოს ჩამოყალიბებული, რომ ეს ენერგია არ გაიფანტოს და არჩევნებზე მივიდნენ, შემდეგ კი საკუთარი ხმები დაიცვან. თუ ძალადობით გადაწყვიტა ხელისუფლებამ რომ ეს კანონი აუცილებლად უნდა მიიღონ, ამ კანონის მიღებას არ უნდა შეეწიროს საზოგადოების ენერგია და ეს სიბრაზე ოქტომბერში ხმებში უნდა გადაითარგმნოს“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

 ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა