თეგებით ძიება

Tia.ge-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა: რა დამოკიდებულება აქვს ხალხს LGBT თემის მიმართ?

საინფორმაციო სააგენტო Top Information Agency (Tia.ge)-მ 22-23 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა 500 ადამიანი. რესპოდენტებს უნდა დაეფიქსირებინათ პოზიცია კითხვაზე: "რა დამოკიდებულება გაქვთ LGBT თემის მიმართ და როგორ უყურებთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს?"

შედეგები ასეთია:

  • ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მათ აქტიურობას საზოგადოებაში. არ ვთვლი სრულფასოვან ადამიანებად - 33.4%
  • არ ვარ დადებითად განწყობილი, თუმცა არც უარყოფითად. არ ვემხრობი მათი უფლებების შელახვას, ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება. სამოქალაქო კავშირი/თანაცხოვრება დასაშვებია - 40.4%
  • ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას არ უნდა ექცეოდეს ყურადღება, ნიჭიერი ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ. ზედმეტი აფიშირება მიუღებელია, თუმცა დევნა დაუშვებელი. არ მომწონს პრაიდები. არ უნდა ჰქონდეთ შვილის აყვანისა და ქორწინების უფლება - 22.2%
  • დადებითად ვარ განწყობილი, მათი უფლებები უფრო მეტად უნდა იყოს დაცული და მეტად აქტიურობდნენ საზოგადოებაში - 4.0%

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა