თეგებით ძიება

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს - კუბილიუსი

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს" - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ აკეთებს, სადაც განხილვის თემა "ოცნების" რუსული კანონია.

კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრკოლებაა.

აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს რუსული ტიპის კანონი იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დააბრუნოს საქართველო რუსეთისკენ და ეს არის მცდელობა, საქართველოს მთავრობის კრემლს აჩვენოს, რომ მათი საკითხი იქნება დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს.

ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დიფერენციაცია პარტიების, ჩვენ უნდა ვთხოვოთ საბჭოს, რომ შეიმუშაონ კრიტერიუმები რითი უნდა მოხდეს მიღება ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე არის არა საქართველოს ხალხი, არამედ საქართველოს მთავრობა, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს " ამბობს კუბილიუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა