თეგებით ძიება

არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება - დუმის დეპუტატი საქართველოში მყოფ რუსებს აქციებისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთის დუმის დეპუტატი  ვასილი პისკარევი და საქართველოში მცხოვრებ რუსებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში.

პისკარევი „ტელეგრამის“ არხში წერს, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ამ დღეებში მასობრივად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში. მისი თქმით, ასეთი ქცევა „გასაკვირი არ არის“, რადგან „ფერადი“ რევოლუციების სპეციალისტები თბილისის ქუჩებში მასობრივი სურათის შესაქმნელად რუსეთიდან გაქცეულების აქტივს იყენებებენ.

„მე ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და ინსტრუმენტად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, — აცხადებს პისკარევი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა