თეგებით ძიება

საიდუმლო სერობა, იუდას მხილება, ზიარების საიდუმლო, ფერხთბანა - რა ვიცით დიდი ხუთშაბათის შესახებ და რა ლოცვები იკითხება ამ დღეს?

დღეს დიდი ხუთ­შა­ბა­თია. დიდი ხუთ­შა­ბა­თი არის დღე, როცა უფალ­მა თა­ვი­სი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი სა­ღა­მო მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. ორი დღის შემ­დეგ ეგ­ვიპ­ტის ტყვე­ო­ბი­დან მათი გა­მოხ­სნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ებ­რა­ე­ლე­ბი უდი­დეს დღე­სას­წა­ულს პა­ს­ექს ზე­ი­მობ­დნენ. პა­ს­ე­ქის მი­ღე­ბა წინა დღი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - გა­ლი­ლე­ი­დან მო­სულ­თათ­ვის. უფალ­მა, რაკი იცო­და, რომ თავი პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­ზე უნდა შე­ე­წი­რა, სე­რო­ბა სწო­რედ წინა დღეს, ხუთ­შა­ბათს გა­მარ­თა.

სა­ღა­მოს, უფა­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და ერთ სახ­ლში. როცა პა­ს­ე­ქის საჭ­მე­ლად დას­ხდნენ, მა­ცხო­ვარ­მა მო­წა­ფე­ებს ამ­ცნო, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი გას­ცემ­და. უფ­ლი­სა­გან ფა­რუ­ლად მხი­ლე­ბულ­მა იუ­დამ წარ­ბი არ შე­ი­ხა­რა და იკი­თხა: "ვინ არის გამ­ცე­მი?" - მა­ცხო­ვარ­მა სხვე­ბის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად პირ­და­პირ უთხრა იუ­დას, რომ სწო­რედ ის იყო გამ­ცე­მი. იუ­და­ზე არც ამან გაჭ­რა. მა­შინ უფალ­მა მო­ცი­ქუ­ლებს და­უ­ფა­რა­ვად გა­ნუ­ცხა­და, რომ გამ­ცე­მი მას­თან ერ­თად ჯამ­ში ამო­ა­წობ­და ლუკ­მას.

ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი პა­ს­ე­ქის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფალ­მა აიღო პური, აკურ­თხა, გა­ტე­ხა, მო­წა­ფე­ებს საჭ­მე­ლად მის­ცა და უთხრა: "ესე არს ხორ­ცი ჩემი თქვენ­თვის მი­ცე­მუ­ლი, ამას ჰყოფ­დეთ მო­სახ­სე­ნე­ბე­ლად ჩემ­და" (ლუკ. 22, 19), - შემ­დეგ აიღო სას­მი­სი, მის­ცა მათ და უთხრა: "სუთ ამი­სა­გან ყო­ველ­თა: ესე არს სის­ხლი ჩემი ახ­ლი­სა აღ­თქუ­მი­სა, მრა­ვალ­თათ­ვის და­თხე­უ­ლი მი­სა­ტე­ვე­ბე­ლად ცოდ­ვა­თა" (მათ. 26, 27-28). ამით უფალ­მა და­ა­წე­სა ახა­ლი აღ­თქმის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო - ზი­ა­რე­ბა.

შემ­დეგ უფალ­მა ზედა შე­სა­მო­სე­ლი გა­ი­ხა­და, არ­და­გი (შე­სამ­შრა­ლე­ბე­ლი ნა­ჭე­რი) წელ­ზე შე­მო­ირ­ტყა, წყა­ლი სა­ბა­ნელ­ში ჩა­ას­ხა და მო­წა­ფე­ებს ფე­ხე­ბი და­ბა­ნა. ამით მან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­დაბ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის უმაღ­ლე­სი მა­გა­ლი­თი გვიჩ­ვე­ნა და გვას­წავ­ლა, რომ ერ­თმა­ნეთ­საც ასე­თი­ვე მორ­ჩი­ლე­ბით ვემ­სა­ხუ­როთ.

იუ­დას გან­ზრახ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, უფალ­მა პირ­ველს სწო­რედ მას და­ბა­ნა ფე­ხე­ბი, მაგ­რამ ვერც ამით შეძ­ლო მისი ბო­რო­ტე­ბის აღ­მო­ფხვრა.

სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბას აღეს­რუ­ლე­ბა ბა­სი­ლი დი­დის წირ­ვა, რო­მე­ლიც სე­რო­ბას იმის სა­მახ­სოვ­როდ უერ­თდე­ბა, რომ უფალ­მა ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო სწო­რედ ამ დღეს, სე­რო­ბის ჟამს და­ად­გი­ნა. სე­რო­ბა­ზე "რო­მელ­თა ქე­რუ­ბიმ­თას" ნაც­ვლად იგა­ლო­ბე­ბა: "სე­რო­ბა­სა სა­ი­დუმ­ლო­სა შე­ნი­სა­სა დღეს, ძეო ღვთი­საო, ზი­ა­რე­ბად შე­მი­წყნა­რე"… სე­რო­ბა­ზე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მღვდელმთავ­რე­ბი ფერ­ხთ­ბა­ნის რი­ტუ­ალს ატა­რე­ბენ: რო­გორც მა­ცხო­ვარ­მა და­ბა­ნა ფე­ხე­ბი სე­რო­ბის და­წყე­ბამ­დე თა­ვის თორ­მეტ მო­წა­ფეს, ასე­ვე ბანს ფე­ხებს მღვდელმთა­ვა­რი თორ­მეტ მღვდელმსა­ხურს.

დიდი ხუთ­შა­ბა­თი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ეს ერ­თა­დერ­თი დღეა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­რო­ნის კურ­თხე­ვა შე­იძ­ლე­ბა (ეს მი­რო­ნი მღვდელმსა­ხუ­რე­ბა­ში მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბი­სას და ტაძ­რე­ბის კურ­თხე­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა).

დიდი ხუთ­შა­ბა­თის სა­ღა­მოს სრულ­დე­ბა დიდი პა­რას­კე­ვის ცის­კა­რი, რომ­ლის დრო­საც ე.წ. "თორ­მე­ტი სა­ხა­რე­ბა" ანუ ოთხი სა­ხა­რე­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი 12 ნა­წყვე­ტი იკი­თხე­ბა. მათ­ში იესო ქრის­ტეს ის ვნე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც ჯვარ­ცმამ­დე შე­ემ­თხვა, და­წყე­ბუ­ლი მო­წა­ფე­ებ­თან მისი უკა­ნას­კნე­ლი სა­უბ­რი­დან სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის სხე­უ­ლის იო­სებ არი­მა­თი­ე­ლის ბაღ­ში დაფლვით და მისი საფ­ლა­ვის­თვის მცვე­ლე­ბის მი­ჩე­ნით.

ამ მსა­ხუ­რე­ბი­სას იკი­თხე­ბა:

პირ­ვე­ლი – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 13:31 – 18:1

მე­ო­რე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 18:1-28

მე­სა­მე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 26:57-75

მე­ო­თხე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 18:28 – 19:16

მე­ხუ­თე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 27:3-32

მე­ექ­ვსე – მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა 15:16-32

მეშ­ვი­დე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 27:33-54

მერ­ვე – ლუ­კას სა­ხა­რე­ბა 23:32-49

მე­ცხრე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 19:25-37

მე­ა­თე – მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა 15:43-47

მე­თერ­თმე­ტე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 19:39-42

მე­თორ­მე­ტე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 27:62-66

მერ­ვე სა­ხა­რე­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა კა­ნო­ნი და იგა­ლო­ბე­ბა სა­გა­ლო­ბე­ლი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია ის ეპი­ზო­დი, რო­დე­საც იესო ქრის­ტემ მის გვერ­დით ჯვარ­ცმულ ავა­ზაკს შე­უნ­დო, რად­გან ამ უკა­ნას­კნელ­მა სიკ­ვდი­ლის წინ შე­ი­ნა­ნა. ეს სა­გა­ლო­ბე­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ სრულ­დე­ბა.

თორ­მე­ტი სა­ხა­რე­ბის მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში დაბ­რძა­ნე­ბულ ჯვარ­ცმას­თან მი­დი­ან, დიდი მე­ტა­ნი­ის გა­კე­თე­ბით ეამ­ბო­რე­ბი­ან და ტა­ძარს ტო­ვე­ბენ.

ამ დღეს მსა­ხუ­რე­ბი­სას შემ­დე­გი ტრო­პარ-კონ­და­კიც იკი­თხე­ბა:

ტრო­პა­რი: "რა­ჟამს დი­დე­ბულ­ნი მო­წა­ფე­ნი სა­ბა­ნელ­სა მას სე­რო­ბი­სა­სა გა­ნათლდე­ბო­დეს, მა­შინ უს­ჯუ­ლო იუდა ვე­ცხლის მოყ­ვა­რე­ბი­სა სე­ნი­თა დაბ­ნელ­დე­ბო­და, და უს­ჯუ­ლო­თა მსა­ჯულ­თა შენ, მარ­თალ­სა მსა­ჯულ­სა, მიგ­ცემ­და. იხი­ლეთ, მორ­წმუ­ნე­ნო, ტრფი­ა­ლი იგი ვე­ცხლი­სა, რო­მელ­მან მის­თვის შიშ­თვი­ლი­ბა, ივლტო­დე უძღე­ბი­სა მის­გან სუ­ლი­სა, რო­მელ­მან მო­ძღვარ­სა თვის­სა ზედა ესე ვი­თა­რი იკად­რა, არა­მედ რო­მელ­მან ყო­ვე­ლი­ვე სიბ­რძნით გა­ნა­გე, კაც­თმოყ­ვა­რე, დი­დე­ბა შენ­და".

კონ­და­კი: "მი­ი­ღო პური ხელ­თა შინა განმცე­მელ­მან იუდა ხელ­თა­გან დამ­ბა­დე­ბე­ლი­სა­თა, რო­მელ­მან ხე­ლი­თა შექ­მნა ადა­მი, და მერ­მე მან­მარტნა, და მო­ი­ღო ფასი მო­ძღვრი­სა და ღვთი­სა მზაკ­ვარ­მან, და არა შე­ი­გო­ნა, არა­მედ ეგო უკურ­ნე­ბე­ლად".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა