თეგებით ძიება
16. 05. 2024 მსოფლიო

პოლონეთის ერთ-ერთ ფერმაში უკრაინელი დევნილი მოკლეს და ცხედარი დაწვეს

ცენტრალურ პოლონეთში, სოფელ როკიცინიში, უკრაინელი კაცი მოკლეს. მსხვერპლი 48 წლის იყო. უკრაინული მედია, პოლონურ სააგენტოზე დაყრდნობით, წერს, რომ დევნილი, სავარაუდოდ, ნაჯახითაა მოკლული. კვალის გასაქრობად, სამეურნეო შენობაში ხანძარი გააჩინეს.

"ტელეგრამზე" გავრცელებული ინფორმაციით, კაცი შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა ადგილობრივ ფერმაში. მკვლელობაში ეჭვმიტანილია სამი პირი: ფერმის მფლობელი, მისი მეუღლე და ერთი მუშა.

"მათმა ნაწილმა დანაშაული აღიარა", - ვკითხულობთ ერთ-ერთ ტელეგრამარხზე, თუმცა უცნობია, ვინ მისცა აღიარებითი ჩვენება.

გამომძიებლები მკვლელობის მოტივის დადგენას ცდილობენ.

წყარო: რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა