თეგებით ძიება

ეს ხელისუფლება მალე დამთავრდება და დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაგატარებინებთ - ვის მიმართავს ელისაშვილი?

იმ პოლიციელებს მინდა ვუთხრა, იქ რომ მაგრები იყავით და 5 თუ 10 კაცი მირტყამდით, ეს ხელისუფლება გაიქცევა და თქვენ ჯიგრებო, სათითაოდ გაგამწესებთ ციხეში, კანონის მიხედვით, მე კი არ გემუქრებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„კადრში ჩანს როგორ მირტყამდნენ პოლიციელები, 20 კაცი დამესია, სახეზე ჩანს 5 მათგანი. წარმოიდგინეთ, 29 დღეა გამოძიება მიდის და დაზარალებულადაც არ მცნეს. იმ პოლიციელებს მინდა ვუთხრა, ბიძინა ივანიშვილი ალბათ გაიქცევა, ეს ხელისუფლება მალე დამთავრდება, მომისმინეთ ჯიგრებო, იქ რომ მაგრები იყავით და 5 თუ 10 კაცი მირტყამდით, ეს ხელისუფლება გაიქცევა და შეიცვლება, გამქცევი გაიქცევა, დამრჩენი დარჩება და თქვენ ჯიგრებო, სათითაოდ გაგამწესებთ ციხეში, კანონის მიხედვით, მე კი არ გემუქრებით. ჩაიდინეთ ორგანიზებული დანაშაული მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, ხომ იცოდით დეპუტატი რომ ვიყავი და იმუნიტეტი მიცავდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს თქვენს მდგომარეობას. პირდაპირ გეუბნებით, სათითაოდ გაგატარებინებთ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ომბუდსმენმა, ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა