თეგებით ძიება

თუ რუსულ კანონს მიიღებენ, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს - თიის როიტენი

თუ საქართველოს პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, ეს არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

როიტენი ერთ-ერთია 31 ევროპარლამენტარიდან, რომლებმაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

“ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება აქამდე დავიდა. “ქართული ოცნების” ანტი-ევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს.

თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს.

ეს არჩევანი ბატონმა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. არა რუსულ კანონს”, - წერს როიტენი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა