თეგებით ძიება

თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს, ოჯახებში უვარდებიან ბავშვებს" - ხაბეიშვილი მდინარაძეს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "პოლიტიკური ამბების" ეთერიდან აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დანაპირები არ შეასრულა.

"მახსოვს თქვა, არცერთი კანონი არ გვიღირს ერთი ადამიანის თმის ღერადაც კიო. თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს" - ამბობს ხაბეიშვილი და იქვე დასძენს, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეებზე სასტიკი თავდასხმა უნდა შეწყდეს.

12 წლის თავზე ორჯერ შემოიტანეს რუსული კანონი, თან გვეუბნებიან, რომ ეს სჭირდებათ მოქალაქეებს და ორივეჯერ ადამიანებს თავები დაუხეთქეს, ახალგაზრდები დაიჭირეს, საქმეებს თხზავენ. ბელორუსში და რუსეთში არ ხდება ასეთი რაღაცები. მე მახსოვს მამუკა მდინარაძემ რომ თქვა, არცერთი კანონი არ გვიღირს ერთი ადამიანის თმის ღერადაც კი. თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს, სცემენ უმოწყალოდ, ოჯახებში უვარდებიან ბავშვებს", - ამბობს ხაბეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა