თეგებით ძიება

“ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯვაში ერთმანეთს ყელს გამოჭამენ” - ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე

12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო? გაიხსენეთ, მანამდე რა ხდებოდა, ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯვაში ერთმანეთს ყელს გამოჭამენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას ოპოზიციის საერთო სიის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„საქართველოს პოლიტიკას ასეთმა კონფიგურაციამ სიკეთე არც ერთ ეტაპზე არ მოუტანა. ახლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება საქართველოს დაანგრევს, რადგან შავ სიზმარში რომ წარმოუდგინოთ და ეს ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, სკამების გამოგლეჯვაში ერთმანეთს ყელს გამოჭამენ. 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო? – მანამდე რა ხდებოდა, გაიხსენეთ. გაიხსენეთ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ქვეყანა რა დღეში იყო. ახლა დამშვიდებულები ვართ, წინ მივდივართ, ეკონომიკა იზრდება, ლარის კურსი სტაბილურია, მშვიდობაა. რა გვინდა, რაიმე ძალით ავუტეხოთ ჩვენს თავს?“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა