ამ წიგნის გამოცემის დაფინანსების სანაცვლოდ, თავისი გვარი მიაწერინა თანაავტორად კახა შენგელიამ - რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ასტამიძე?
კავკასიის უნის ეკონომიკის სკოლის დეკანის გათავისუფლებაზე გამახსენდა - ისტორიკოსი გიორგი ასტამიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:
კავკასიის უნის ეკონომიკის სკოლის დეკანის გათავისუფლებაზე გამახსენდა. წყაროთმცოდნე ვალერი სილოგავამ პირადად მითხრა 2008 წელს, რომ ქვემოთ მოტანილი წიგნის (არის ქართულად და ინგლისურად) გამოცემის დაფინანსების სანაცვლოდ, თავისი გვარი მიაწერინა თანაავტორად კახა შენგელიამ, ისე რომ ერთი წინადადება არ დაუწერია. გიკვირთ ამის მერე რამე მისგან? - წერს ასტამიძე.