„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია მიშას ბოდვას ერთიან სიასთან დაკავშირებით“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია მიშას ბოდვას ერთიან სიასთან დაკავშირებით.
ეს ზუსტად ისაა, რაც „ოცნებას“ უნდა, რომ მერე ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს და ნაცებად გამოაცხადოს. იტყვით, უმაგისოდაც აცხადებესო, მაგრამ ერთიანი სიის შემთხვევაში უკვე სასაცილო აღარ იქნება მათი ეს მესიჯი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, ამიტომ საარჩევნო მათემატიკაში არაფერს ცვლის, თუ ისინი ცალკე გავლენ. მთავარია შედარებით წვრილმა პარტიებმა შეძლონ გაერთიანება და ისეთ ცენტრებად ჩამოყალიბება, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ.
ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია კი არ უნდა გააკეთოს, არამედ უნდა გააფორმოს მემორანდუმი, რას იზამენ, თუ არჩევნებს მოიგებენ. მემორანდუმში სხვა საკითხებთან ერთად პასუხი უნდა გაეცეს ორ უმნიშვნელოვანეს კითხვას:
1) როგორ აღსრულდება მართლმსაჯულება?
ორონდ ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო, რომ ყველას გვინდა დამოუკიდებელი სასამრთლო.
კონკრეტულად მუხლების დონეზე უნდა გაიწეროს, რა სახის გარანტიები ჩაიდება კანონმდებლობაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რათა მერე ვიცოდეთ, რა იყო დაპირება და რა შესრულდა.
3) ახალ კოალიციურ მთავრობას რა პოლიტიკა ექნება რუსეთთან მიმართებაში (დასავლეთთან მიმართებაში რა პოლიტიკა ექნება ისედაც გასაგებია და ამას უთქმელადაც ჩაწერენ). ეს საკითხი მნისვნელოვანია, რადგან „ოცნება“ ხალხს აშინებს, ესენი თუ მოვლენ, რუსეთთან ომი დაიწყებაო. ამიტომ ამომრჩეველმა წიანსწარ უნდა იცოდეს, როგორი იქნება ახალი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომ ეს შიშები მოიხსნას (აქაც კონკრეტიკაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, შეურთდებიან თუ არა სანქციებს და ა.შ. )
ამ საკიხებზე ნათელი პასუხები უმნიშნვლეოვანესია, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა წინასაარჩევნოდ სამ ძირითად მესიჯზე იდგება: რევანშისთვის მოდიან, ყველანი ნაცები არიან, ესენი თუ მოვლენ რუსეთთან ომი დაიწყება.“