რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი მოხალისე ტერორისტების სიაში შეიყვანა
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორი უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე ლადო გამსახურდია და გიორგი კესარელი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.
ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია Ria ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე გიორგი კესარელის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით ქართველ მოხალისეს კურსკის ოლქში "მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სხვა დანაშაულებში" ედება ბრალი.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით ლადო გამსახურდიას დაუსწრებლად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაასამართლებენ. გამოძიების ინფორმაციით, გამსახურდია 2022-2024 წლებში უკრაინაში, ქართული ეროვნული ლეგიონის რიგებში შევიდა. ამის შემდეგ ის მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში.