თეგებით ძიება
29. 05. 2024 კულტურა

შერი და მისი ახალგაზრდა ბოიფრენდი კამერების წინ გამოჩდნენ

77 წლის ლეგენდარული მომღერალი შერი უპირატესობას რომ ახალგაზრდა მამაკაცებს ანიჭებს, ახალი ამბავი არ არის. მიზეზიც ცნობილია.

მისი ამჟამინდელი პარტნიორი მუსიკალურ სფეროში კარგად ცნობილი ალექსანდერ ედვარდია. მათ ერთმანეთი 2022 წელს პარიზის მოდის კვირეულზე გაიცნეს. ხოლო 2023 წლის მაისში ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა იმავე წლის სექტემბერში ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს პაპარაცებმა.

სულ ახლახან კი, წყვილი მეორედ გამოჩნდა კამერების წინ თამამად. მშვენიერ განწყობაზე მყოფი ვარსკვლავები, ამჯერად, ხელიხელჩაკიდებულნი, პაპარაცებმა მონაკოში დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ტრევის სკოტსა და ალექსანდერ ედვარდს შორის დაპირისპირება, რომელიც წლევანდელ კანის ფესტივალზე, ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა.

მიუხედავად აღნიშნული ინცინდენტისა, შერიც და ედვარდსიც მშვენიერ ხასიათზე გახლდნენ და მონაკოს საუცხოო ამინდით ტკბებოდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა