მოხარული ვარ, რომ აშშ აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს"- სენატორი რიში
"მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს", - ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის მთავრობის მიერ "ოცნების" ხელისუფლებისა და პრორუსი ალტ-ინფოელების დასანქცირებას.
"მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება", - წერს ჯიმ რიში.