თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან.

მედიის ცნობით, ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა ოთხი ადამიანი.

ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1 000-ზე მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ცდილობს. ხანძრის ქრობაში 12 ვერტმფრენი მონაწილეობს.

პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ხანძრის გამო პოლიციამ ლისაბონისა და პორტოს დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა. რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა