ნებისმიერ ხელისუფალს შევეწინააღმდეგები, ვინც ჩემი ქვეყნის იმ ორბიტიდან გაყვანას შეეცდება, რომელსაც"ევრო-ატლანტიკური" სივრცე ქვია - გიორგი ფოფხაძე
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
გნებავთ ომის პარტია დამიძახეთ, გნებავთ პირსისხლიანი მასონი, გნებავთ ფრი და გნებავთ ბანგლადეშის ან ბურკინა ფასოს აგენტი..(რაზეც თქვენი ფანტაზია გაწვდება).... მაგრამ, ნებისმიერ ხელისუფალს შევეწინააღმდეგები და რადიკალური ოპონენტი ვიქნები, ვინც კი ჩემ ქვეყანას, იმ ორბიტიდან გაყვანას შეეცდება, რომელსაც "ევრო-ატლანტიკური" სივრცე ქვია.
30 წელი ვიბრძოლე, იმისთვის რომ, ჩვენ ქართველებს, შეგვძლებოდა ფრანგებივით, ბელგიელებივით, გერმანელებივით, ესპანელებივით, ლიტველებივით და ასე შემდეგ ცივილიზებული ქვეყნების წარმომადგენლებივით, თავისუფლად გვევლო ევროპაში. გავმხდარიყავით ამ ოჯახის წევრები თუ არა, წარმომადგენლები მაინც.. გვქონოდა ისეთივე დემოკრატიული ქვეყანა, როგორ ქვეყანაშიც ამდენი წელია ვცხოვრობ.....
ხო და სწორედ ამ კურსიდან , ამ მოცემულობიდან, ამ გზიდან ვინც გადაგვახვევინებს, მტერი ვიქნები ყველასი. თუნდაც ხელისუფალი ჩემი ძმა, და ან შვილი იყოს...
მე ვთქვი - წერს გიორგი ფოფხაძე.