თეგებით ძიება

„ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს“ - ნინო ნადირაძე ელისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს სოციალური ქსელის საშუალებით პახუხობს:

არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა ვივამედზე ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ , მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს - წერს ნინო ნადირაძე.

ცნობითვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა გასული წლის 4 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო. ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ დატოვა..


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა