თეგებით ძიება

ვივამედში გამოკვლევები ჩამიტარეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი - ალეკო ელისაშვილი

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს, რომ დაკავების შემდეგ ვივამედში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ დაჟეჟილობა ჰქონდა, დღეს ჩატარებულმა ტომოგრაფიამ კი ნეკნის მოტეხილობა აჩვენა. 

"როგორც ჩანს, ვივამედი ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.

ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.

წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.

12 წლის შემდეგ ქართული ოცნების ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე კიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ ვივამედში დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ ქართულ ოცნებას ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად" - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა