თეგებით ძიება
24. 06. 2024 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ქარხნის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - არიან დაკარგულები

სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და ამჟამად დაკარგულებს ეძებენ.  

აფეთქება ჰვასონგში, დედაქალაქ სეულის სამხრეთით მდებარე ქარხანა Aricell-ში მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც  შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. 

ქარხანა ლითიუმის პირველად ბატარეებს აწარმოებს სენსორებისა და რადიოკავშირის მოწყობილობებისთვის. არსებული მონაცემებით, ქარხანაში 48 თანამშრომელი მუშაობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა