სჯობდა, ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა - ცოტნე კობერიძე
სჯობდა, კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ყაველაშვილი გაუნათლებელი და უზრდელია და ამიტომ მისი ამ პოსტზე დანიშნა სამარცხვინო იქნება.
"მაგას სჯობდა, კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა... ამაზე გაურკვეველი ნაბიჯი, ძალიან უცნაურია. თვითონ არ სრცხვენიათ „ქართულ ოცნებაში“? ეს არის დაბალი განათლების მქონე ადამიანი, უზრდელი. თვითონ პრეზიდენტობას ისე „ვაბანძებთ“, რომ ბავშვიც კი არ უნდა არსებობდეს, რომელსაც სურვილი ექნება, როდესმე პრეზიდენტი გამოვიდეს", - ამბობს ცოტნე კობერიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ამასთან, „ქართული ოცნების“ ცნობით, ქვეყნის ახალი, მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, იმასაც, რომ პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.