ბევრ სპორტსმენს, როდესაც წარმატებას აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით, მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება რეფორმა მთავრობის მიმართ პრემიების ცვლილებაზე? - ლაშა ტალახაძე
„ბევრ სპორტსმენს, როდესაც წარმატებას აღწევს, თითოეულ ჩვენთაგანს გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით და ზუსტად ამაზე მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება რეფორმა მთავრობის მიმართ პრემიების ცვლილებაზე? “, – ამის შესახებ კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დასვა.
მან მთვარობის მხრიდან სპორტსმენების ხელშეწყობასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს აუცილებელია:
„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო პატივისცემა თითოეული თქვენთაგანი მიმართ, მოგეხსენებათ, 2012 წლიდან ჩართული ვარ სანაკრებო დონეზე სპორტში და ვხედავ, თუ როგორ წინ მივიწევთ და ვითარდება სპორტი.
ეს არის, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერა, პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდზე დგომისთვის. ვიტყვი, რომ არა მარტო პირად სახეობებში, არამედ მთლიანად გუნდურ სახეობებშიც ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და მინდა, რომ ეს ესე გაგრძელდეს, რა.
ხანდახან, ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ პიკში ვართ-მეთქი, ამ ჩვენი წარმატებიდან გამომდინარე და ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა და ძალიან მჯერა და მწამს იმის, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც, რა თქმა უნდა, მეტად განავითარებს სპორტს.
და ერთი კითხვა, რაც მინდა და მაინტერესებს – ვინაიდან, ბევრ სპორტსმენს, როდესაც წარმატებას აღწევს, თითოეულ ჩვენთაგანს გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით და ზუსტად ამაზე მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება რეფორმა მთავრობის მიმართ პრემიების ცვლილებაზე?
აუცილებელიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი ერთხელ აღწევს წარმატებას და სპორტსმენს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პარალელურად სხვა საქმიანობაც აკეთოს“. – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.