ბალტიის ზღვის ქვეშ მსოფლიოში ყველაზე გრძელი გზა და სარკინიგზო გვირაბი შენდება
ბალტიის ზღვის ქვეშ მსოფლიოში ყველაზე გრძელი გზა და სარკინიგზო გვირაბი შენდება, რომელიც დანიასა და გერმანიას დააკავშირებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
Fehmarnbelt-ის გვირაბი ბალტიის ზღვის ქვემოთ 40 მეტრ სიღრმემდე დაეშვება და ორ ქვეყანას შორის მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის მიხედვით, აღნიშნული გვირაბის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება.
ცნობისთვის, გვირაბის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო დაგეგმვას კი ათწლეულზე მეტი დასჭირდა. გვირაბის პირველი ელემენტი 17 ივნისს დანიის მეფე ფრედერიკ X-ის მიერ გაიხსნა. არსებული მონაცემების თანახმად, გვირაბი 18 კილომეტრის (11,1 მილი) სიგრძის იქნება, ხოლო მის ასაშენებლად გაწერილი ბიუჯეტი 7 მილიარდ ევროს (7,1 მილიარდ აშშ დოლარს) აღემატება.
დანიის მხარეს, როდბიჰავნის მახლობლად, გასულ წელს დასრულდა ქარხნის მშენებლობა, რომელმაც გვირაბისთვის საჭირო 89 მასიური ბეტონის კონსტრუქციები უნდა დაამზადოს. Fermern A/S, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დანიური კომპანია(რომელიც ზედამხედველობს პროექტს) ამტკიცებს, რომ ეს ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოწინავეა.
გვირაბი გაივლის ფეჰმარნის სარტყელს და სრუტეს გერმანიის კუნძულ ფეჰმარნსა და დანიის კუნძულ ლოლანდს შორის. ის როდბიდან პუტგარდენამდე საბორნე მომსახურების ალტერნატივასაც გააჩენს, რაც ამცირებს ამ მანძილის დაფარვის დროს. კერძოდ, ამ მონაკვეთის ბორნით გავლას 45 წუთი სჭირდება, ხოლო ამ პროექტის წყალობით, მატარებლის შემთხვევაში, დრო შვიდ წუთამდე და მანქანის შემთხვევაში 10 წუთამდე მცირდება.
შედარებისთვის, 1993 წელს დასრულებული 50 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთს აკავშირებს, დღევანდელ ღირებულებით გმამოხატულებაში 12 მილიარდი ფუნტის (13,6 მილიარდი დოლარი) ექვივალენტი დაჯდა. წინამორბედი გვირაბისგან განსხვავებით, ფეჰმარნბელტის გვირაბი წინასწარ აშენებული კონსტრუქციების ჩაძირვით აშენდება.