თეგებით ძიება
26. 06. 2024 მსოფლიო

ტრამპის გეგმა: უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში უკრაინას მივცემთ ყველაფერს რაც საჭიროა რუსეთის არმიის გასანადგურებლად ბრძოლის ველზე

დონალდ ტრამპის საკვანძო მრჩეველებმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების გეგმა წარუდგინეს. 

გენერალ კიტ კელოგისა და ფრედ ფრიცის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, უკრაინის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაწყებას დათანხმდება. იმ შემთხვევაში კი თუ მოლაპარაკებების დაწყებაზე რუსეთი იტყვის უარის გეგმის მიხედვით ამერიკა გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსის პოსტს იკავებდნენ მოლაპარაკებები გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის მიმდინარე ხაზებზე. 

ტრამპის მრჩეველების თქმით, მათ წარუდგინეს გეგმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომლისგანაც დადებითი გამოხმაურება მიიღეს - "არ ვამტკიცებს, რომ ტრამპი დაეთანხმა ჩვენს გეგმას ან დაეთანხმა მის ყოველ დეტალს, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ იმ პასუხით რაც მივიღეთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ფრედ ფრიცი. 

ცნობებზე საპასუხოდ დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კანდიდატის ოფიციალურ განცხადებად მხოლოდ პირადად მის მიერ ან მისი კამპანიის ავტორიზებული პირების მიერ გაჟღერებული პოზიციებია. 

კელოგისა და ფრიცის მიერ მომზადებული გეგმა ამ დრომდე დონალდ ტრამპთან ასოცირებული ყველაზე დეტალური გეგმაა, რომელიც ირწმუნება, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სწრაფადვე დაასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომს. 

გეგმის მიღების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება და სავარაუდოა, რომ მას მოჰყვება წინააღმდეგობა როგორც ევროპელი პარტნიორებისგან, ასევე ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელებისგან. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა გამოაქვეყნა ტრამპთან დაკავშირებული America first Policy Institute-მა, რომელიც კანდიდატისთვის რეფორმების დოკუმენტს ამზადებს. 

კიტ კელოგის თქმით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საკვანძო იქნება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინელებს თქვენ უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარება შეწყდება. ასევე, უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში უკრაინას მივცემთ ყველაფერს რაც საჭიროა რუსეთის არმიის გასანადგურებლად ბრძოლის ველზე",- ამბობს კელოგი. 

მოლაპარაკებებზე რუსეთის დასათანხმებლად გეგმა ითვალისწინების უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გაყინვას განგრძობადი პერიოდით. 

ფრედ ფრიცის თქმით, მათი გეგმის მიხედვით, უკრაინას არ მოუწევს ტერიტორიების ფორმალურად დათმობა, თუმცა დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნოს. 

"ჩვენი მთავარი წუხილი ის არის, რომ კონფლიქტი გადაიზარდა გამოფიტვის ომში, რომელიც ახალგაზრდა კაცების მთელ თაობას გაანადგურებს" - ამბობს ფრიცი. 

გეგმის ავტორების მტკიცებით, ხანგრძილივი მშვიდობისთვის აუცილებელი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ფრედ ფრიცის თქმით, ამ გარანტიების საკვანძო ელემენტი "უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა."

ტრამპის მრჩეველების გეგმას უკვე მოჰყვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების კრიტიკა - თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული პუტინთან დაპირისპირებით. 

კონტექსტი 

ბოლო თვეების განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების ოღონდ "მიმდინარე რეალიების გათვალისწინებით. 

"მიმდინარე რეალიების" გათვალისწინება მაღალი ალბათობით რუსეთის მიერ უკრაინის 4 ოლქის ოკუპაციასთან შეგუებას და ნატოს წევრობაზე უარის თქმას გულისხმობს. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა გააკრიტიკეს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსნმა დენიელ ფრიდმა - "რასაც კელოგი აღწერს ეს არის უკრაინაზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ შეეგუოს იმ ტერიტორიებს დაკარგვას, რომელიც რუსეთს ამჟამად აქვს ოკუპირებული."

რუსეთ-უკრაინის ომზე დასმულ შეკითხვებს გასულ კვირას ერთ-ერთ პოდკასთში სტუმრობისას უპასუხა თავად ტრამპმა - აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში პრეზიდენტი, რომ ის ყოფილიყო. 

ამასთანავე ტრამპმა შეცდომა უწოდა ბაიდენის მიერ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების დაპირებას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სწრაფად მოუღებს ბოლოს ომს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა