ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ - დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ექსპრეზიდენტებზე აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.
ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მიერ მის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.