პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ - ვახტანგ ძაბირაძე
ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის - პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. ძაბირაძის აზრით, ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მორჩილების ნიშნით შეირჩა.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევდნენ ერთგულების და მორჩილების ნიშნით. ალბათ, სხვა ვერ მოძებნეს უკეთესი და ყაველაშვილი დაასახელეს. ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის. საკმაოდ ცნობილი და აქტიური პირია. ვინც ადევნებდა თვალს მის გამოსვლებსა და პოზიციებს, მგონი, მათთვის გასაგებია ყველაფერი. ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ. არც კი ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.