თეგებით ძიება

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გეგმური სამხედრო სწავლების დროს, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა.

პრემიერთან ერთად, გორში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

შემთხვევა 2 ივლისს მოხდა. „სუ-25“-ის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი, რომელიც გორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა