თეგებით ძიება

"ეგ იყო ხატი. ვაკურთხე და ჩამოვკიდე" - რას ამბობს სოფელ ორბეთის ტაძრის წინამძღვარი რუსულ სიმბოლიკაზე?

ორბეთის ეკლესიაში რუსული სიმბოლიკა ჩამოხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არა სიმბოლიკა, არამედ ხატი იყო, რომელიც აკურთხა და დაკიდა, ახლა კი ჩამოხსნა.

"დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი...ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი. ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ, რომ ჩამომეხსნა? ჩამოხსნილი არის", - ამბობს მამა გრიგოლი "მთავართან". 

ინფორმაცია ქართულ ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკის არსებობის  შესახებ თავდაპირველად  დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა