თეგებით ძიება
04. 07. 2024 მსოფლიო

„თალიბანი“ ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ რუსეთის მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში, ვინაიდან ისინი აკონტროლებენ სიტუაციას ავღანეთში.

„ავღანეთში ძალაუფლებას „თალიბანი“ აკონტროლებს. და ამ თვალსაზრისით, „თალიბანი“, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება დაინტერესებულია სახელმწიფოში სტაბილურობით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, თალიბებმა „აიღეს გარკვეული პასუხისმგებლობა“, მაგრამ ჯერ კიდევ არის „საკითხები, რომლებიც მუდმივ ყურადღებას საჭიროებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა