თბილისის ნაწილს 27 ნოემბერს წყალმომარაგება შეეზღუდება
27 ნოემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჩუღურეთის რაიონში ლალიონის ქ. N1-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას GWP ავრცელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 15:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში:
ლალიონის, სოლომონ ქურდიანის, გურგენიძის და ვეშაპურის ქუჩებს შესახვევებით.
ასევე, 27 ნოემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქ. N19-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ზანდუკელის N1-17(კენტებს); N2-26 (ლუწებს); ივანე კერესელიძის N1-7 (კენტებს); N2-8 (ლუწებს); თორაძის (ზანდუკელის ჩიხი); კოსტავას N14 და ჭოველიძის N4 ქუჩებს.
ამასთან, 27 ნოემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ა.ქართველიშვილის ქ. N7-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 15:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89 ნომრებს და ამერიკულ ლაბორატორიას ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის, ლილოს დასახლებას 2 მ/რ. 10,11,12
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.