პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
თუ აქამდე ვებრძოდით მთავრობას, ახლა ვებრძვით არავის, ისინი არაფერს აღარ წარმოადგენენ. ისინი არაიან არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჩვენ ვებრძვით იმ ადამიანებს, ვინც მიიტაცა ძალაუფლება. ჩვენ მთავრობა არ გვყავს, პარლამენტი არ გვყავს, ერთადერთი გვყავს კონსტიტუცია, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ.
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული. ისე ჩაითრია ივანიშვილმა თავის მორევში, რომ იქიდან ამოძრომის საშუალება აღარ აქვთ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ვფიქრობ, სხვა ზომებია მისაღები, იმათ უნდა დაელაპარაკოთ იმ ენით, რომელსაც ისინი გაიგებენ.
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.