ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს, როგორც უნგრეთის პრემიერი, საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ომს. უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდამჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს შოლცი.