თეგებით ძიება
05. 07. 2024 მსოფლიო

ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად.

ორბანის თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა იმ დროს, როდესაც ევროპას მშვიდობა სჭირდება.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა