თეგებით ძიება
05. 07. 2024 მსოფლიო

დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც მესამე მსოფლიო ომს უხსნიან გზას - ერდოღანი

სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც გზას უხსნიან მესამე მსოფლიო ომს. იარაღის დილერებს ბაზარი სჭირდებათ, იარაღის დილერებისთვის ბაზარი დასავლეთია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარას სურვილია, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის საბოლოოდ დასრულდეს.

„ჩვენი თეზისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახმოვანებთ: „მსოფლიო ხუთზე დიდია" და „უფრო სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია" - არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც წამოვაყენეთ ამ ნეგატიური ატმოსფეროს გასაფანტად და დიდი ომის რისკის აღმოსაფხვრელად. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის გლობალური სისტემის გადახედვა, უზრუნველყოფა, რომ ყველამ დაიცვას საერთაშორისო სამართალი დისკრიმინაციის გარეშე, ტერორიზმის აღმოფხვრა კოლექტიური გაგებით და გლობალური გაზიარების სისტემის განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა