NDTV: ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური ტელევიზია NDTV ავრცელებს.
„ინდოეთი ყოველთვის გაეროს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ჩათვლით, პატივისცემის მოწოდებით გამოდიოდა. პრობლემა ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. დიალოგი და დიპლომატია არის გზა მომავლისკენ“, - ციტირებს NDTV მოდის, რომელმაც ეს განცხადება პუტინთან სადილის დროს გააკეთა.
გარდა ამისა, მოდი ინდოეთის მოქალაქეების ბედითაც დაინტერესდა, რომელიც არაკეთილსინდისიერმა ტურისტულმა აგენტებმა მოტყუებით რუსეთში წაიყვანეს და რუსული არმიის რიგებში აომებენ. ინდური ტელევიზიის ინფორმაციით, რუსეთმა პირობა დადო, რომ ყველა მათგანს სამშობლოში დააბრუნებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 8 ივლისს ჩავიდა. ეს მოდის პირველი ვიზიტია მას შემდგე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.